გახსოვთ ზიზუ?

ფეხბურთს რომ უყურებთ ზიზუს თამაში არ გაკლიათ? არ გიფიქრიათ რა იქნება ახლა ზიდანი ნახევარი საათით მოგვცაო, მერე რა თუ საფრანგეთის, რეალისა თუ იუვენტუსის გულშემატკივარი არასდროს ყოფილხართ. . . ერთი სიამოვნება იყო მისი თამაში ყურება, ისეთ საოცრებებს აკეთებდა, ვერც გაბრაზდებოდი შენი გუნდის მცველს თუ გააბითურებდა.

თანამედროვე ფეხბურთში ზიზუ ყველაზე მაღლა დგას, მას მარტო შეეძლო თამაშის ბედის გადაწყვეტა, სხვა განწყობა და ემოციები შეჰქონდა მოედანზე, დიდი იყო არა იმიტომ რომ ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა მოიპოვოს, არამედ იმიტომაც რომ ღირსეული ადამიანი ადამიანია, გახსენდებათ მატჩი სადაც ზიზუს დაუსტვინეს?

ნაკრებსა თუ კლუბებში ყოველთვის თამაშის დირიჟორი იყო და ყველას სიამოვნებას ანიჭებდა. ცალკე თემაა რეალში თამაში, ერთხელ ვთქვი, ესაა ადგილი,სადაც მოთამაშე კარიერას საწორზე დებს – მეთქი, ზიზუს იმ დროს მოიწია იქ თამაში, სადაც არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ირიცხებოდა, მაგრამ იქაც პირველი იყო. მას ღმერთისაგან ჰქონდა ის, რაც დღეს აკლია ვთქვათ, კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი – იტალიას ხვდებოდა, ყველამ იცოდა, რომ ეს ზიდანის ბოლო მატჩი იყო, მაშინ ვფიქრობდი, რომ იმ მუნდიალზე ზიზუ გამოსათხოვარ ვალსს გვიკრავდა, ისე ათამაშდა. ფინალში გოლიც გაგვიტანა და დღემდე მგონია, რომ მატრაცი და ის ინცინდენტი რომ არა, ვერ მოვიგებდით, როცა მინდვრიდან გადიოდა ბუფონისთან ერთად შვებით ამოვისუნთქე, მერე გული დამწყდა . . . ეს ბოლო თამაში იყო რაც მისი მონაწილებოთ ვნახეთ და ფეხბურთის ეპოქაში რაღაც დამთავრდა. ცუდი კი ის იყო რომ ეს ამბავი მაინცადამაინც იტალიელებთან შეხვედრაში მოხდა თანაც ასე ცუდად.

მე მიხარია რომ მისი თამაშს მთელი 8 წელი ვუყურე, ზიზუ დააკლდა მთლიანად ფეხბურთს !

Advertisements

About stadioni

ac milan fan
This entry was posted in სხვა კლუბები, ფეხბურთელები and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to გახსოვთ ზიზუ?

  1. PorcupineD says:

    ნამდვილად აკლია თანამედროვე ფეხბურთს მსგავსი დონის ინტელექტუალი.
    მოედანზე ფეხბურთს ისე იდგებოდა როგორც ბრძოლას, როგორც ხელოვნებას, სტრატეგიას.
    რავიცი რა ვთქვა რა. გენიოსი იყო და ხშირად მენატრება ხოლმე მისი თამაში.

    • stadioni says:

      ზიზუ მგონი ფეხბურთის ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ენატრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s